დასახელება:
განშლის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ელთიბი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას განშლის ოპერატორის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი" - ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ლოკაცია:
თორნიკე ერისთავის #21 ბ
ქინძმარაულის 5/10
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული განშლის მომსახურების გაწევა
** შეკვეთის პროგრამული ასახვა, შესაბამის პროგრამაში განშლის გაკეთება (Fastcut_ OrderManager, Maestro OtimaCut, Cutrite)
** მომხმარებელთან კომუნიკაცია დეტალების გაცნობის მიზნით
** გაყიდვების დროს ნაშთების გადამოწმება და ალტერნატივის შეთავაზება
** პროგრამაში მუშაობა - ERP (1C);
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებში.
კომპეტენციები:
** დაგეგმვა და ორგანიზება
** შედეგზე ორიენტირება
** ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქტიულობა
კომპანია გთავაზობთ:
** პროგრამების ადგილზე შესწავლა Fastcut, Maestro OtimaCut, Cutrite
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "განშლის ოპერატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!
|
|
|
|