დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლურსმენი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
Lursman Architect & Design-ის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს!
Lursman Architect & Design არის არქიტექტორული კომპანია, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით: როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის განხრით.
კომპანია თანამშრომლობს დამკვეთებთან როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიზნესის გაზრდის და განვითარების მიმართულებით.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება- 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსები გაყიდული პროექტებიდან
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაოს აღწერა:
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედია, სატელეფონო ზარები და სხვა არხები)
** მომხმარებლების და პარტნიორების მოძიება და მომსახურების შეთავაზება
** არქიტექტორებსა და მომხმარებლებს შორის შეხვედრის დაგეგმვა
** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და გაყიდვების პროცესების გაუმჯობესებაში
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
მოთხოვნები:
** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
** სასურველია არქიტექტურის დიზაინის ან მომიჯნავე სფეროებთან მუშაობის გამოცდილება
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
სამუშაო განრიგი:
** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/cp11ocD8iKRXLV4h7
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|