დასახელება:
ასლგადამღები ტექნიკის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
კავკასიის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. "CU" სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. "კავკასიის უნივერსიტეტი" დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
"კავკასიის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ასლგადამღები ტექნიკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
** სალექციო და საგამოცდო მასალების, ფოტოასლების და საუნივერსიტეტო დოკუმენტების დროულად დაბეჭდვა და შესაბამის პირთათვის მიწოდება, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭირო ტექნიკური საკითხებით.
** უნივერსიტეტის ასლგადამღები ცენტრების კოორდინირება;
** ასლგადამღები მანქანების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ასლგადამღები ცენტრებისთვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესყიდვების საჭიროების დადგენა;
** სკოლების მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოების დასკანერება;
** სახარჯი მასალების რაციონალურად გამოყენება და ოპტიმიზაცია ელექტრონული დოკუმენტების;
** საუნივერსიტეტო საბეჭდი ტექნიკის კარტრიჯებით უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ზოგადი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და PowerPoint) ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი;
** პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
** მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე (ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი).
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: ასლგადამღები ტექნიკის ადმინისტრატორი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|