დასახელება:
ავტომობილების ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
მაზდა
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" მაზდას ცენტრი თბილისის სახელით აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ელექტრიკოსის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** სერვისში შემოსული ავტომობილების ელექტრო დიაგნოსტიკა;
** სერვისში შემოსული ავტომობილების შეკეთება მოთხოვნის შესაბამისად;
** "მაზდა"-ს ხარისხის სტანდარტების დაცვა სამუშაოების შესრულებისას;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** პუნქტუალურობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ელქტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
მაზდაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1630
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|