დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
შპს "თერმოინდუსტრია", რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა -კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც გააკონტროლებს ფილიალის ყოველდღიურ საქმიანობას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის, ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და გაყიდვების წახალისების გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** უკმაყოფილო მომხმარებლის პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** შოურუმის პროდუქციით შევსების უზრუნველყოფა;
** ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო აქციების დაგეგმვა მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის მონიტორინგი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის აქციებში ჩართულობა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ცალკეული დავალებების შესრულება;
** გაყიდვებში ჩართულობა კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
პიროვნული თვისებები
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდის მართვის და გუნდურად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
** ორგანიზებული;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან მასთან მომიჯნავე სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენა: ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გათბობა-გაგრილების სისტემების მიმართულებით;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** ასევე სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი: სრული-კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.#12
ბენეფიტები: დაზღვევა; კვება;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@thermoindustria.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (ფილიალის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 თებერვალი;
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|