Робота для біженців з України
მომხმარებელთა მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"Maizen" არის პრემიუმ კლასის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების მაღაზია, სადაც წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტების ექსკლუზიური ნამუშევრები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ექსპოზიციაში შეხვდებით. ჩვენი სივრცე ინტეგრირებულია ბართან, რაც მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ, კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვქმნით ადგილს, სადაც დიზაინი და სერვისი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რათა ჩვენს სტუმრებს შევუქმნათ დაუვიწყარი გამოცდილება.

ვეძებთ მომხმარებელთა მრჩეველს, რომელსაც გთავაზობთ:

** ზრდაზე ორიენტირებულ და საინტერესო სამუშაო გარემოს - შესაძლებლობა განვითარდეთ პროფესიონალურად და მიიღოთ გამოცდილება პრემიუმ სეგმენტში
** მზარდ ანაზღაურებას - ფიქსირებული ხელფასი, რომელიც დამოკიდებულია გამოცდილებასა და შედეგებზე, ასევე გაყიდვებიდან გამომდინარე ბონუსი
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს - მოქნილი პირობები, სამუშაო დრო 40 საათი კვირაში
** პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას- ტრენინგები და შესაძლებლობა გაეცნოთ საერთაშორისო ბრენდების საუკეთესო სტანდარტებს.

მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა
** პროდუქციის პრეზენტაცია
** ინვენტარის კონტროლი
** მაღაზიის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, გუნდთან ერთად ახალი იდეების განხილვა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის ან გაყიდვების სფეროში
** პრიორიტეტია გამოცდილება პრემიუმ საცალო ვაჭრობაში ან სასტუმრო სფეროში
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარები
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** პოზიტიური დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ მეილზე: Ani@maizen.store და დასახელებაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე