Робота для біженців з України
იმპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე იმპორტის გუნდში.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #8;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ;
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს რკინიგზის სატვირთო სადგურებთან მუდმივი კომუნიკაცია, სადგურში შესულ ვაგონებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** საწვავის იმპორტისა და ტვირთის გადამისამართების შემთხვევაში შესაბამისი გადაზიდვის დავალების მომზადება;
** საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, საზღვარო პორტებსა და ტერმინალში დატვირთული ვაგონების ელექტრონულად გაფორმება;
** ცარიელი ვაგონების გაფორმება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და სადგურებში მიწოდება;
** ვაგონების მიწოდებისას და დაცლისას ელექტრონული ხელმოწერების უზრუნველყოფა;
** სარკინიგზო ზედდებულების დახარისხება, დასკანერება და შესაბამის მომწოდებლებთან გაგზავნა;
** სარკინიგზო ვაგონების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ინფორმაციის მოძიება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სატვირთო სადგურებიდან დოკუმენტების გამოთხოვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება საქართველოს რკინიგზაში მუშაობის გამოცდილებას;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel-ის) მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე