დასახელება:
კომერციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ეინშენთ ველი
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია "ეინშენთ ველი" ეძებს კანდიდატს კომერციული მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია ფლობს საწარმოებს რაჭასა და კახეთში. მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს უმაღლესი ხარისხის ღვინოებისა. ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტი ხდება ევროპაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგილობრივი გაყიდვებისა და ექსპორტის მიმართულებების გუნდის მართვა;
** პარტნიორების მოსაზიდად და გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება გუნდის წევრებთან ერთად;
** ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მუდმივი კვლევა, ტენდენციების ზედმიწევნით შესწავლა;
** არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების ოპტიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ღვინის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** პრიორიტეტულია 2-3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპორტის, ან/და ადგილობრივი გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელია;
პოზიციის სპეციფიკასთან თვისობრივად იდეალურად თავსებადი აპლიკანტი ასე წარმოგვიდგენია:
** ფართო ბიზნეს ხედვა;
** სფეროს ზედმიწევნით ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების ძლიერი უნარი;
** ემპათიური, გულისხმიერი და გუნდური მოთამაშე;
** ღია მივლინებებისთვის;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურების პაკეტი: ფიქსირებული ხელზე ასაღები 3000-3500 ლარი და ბონუსი ადგილობრივი და საექსპორტო გაყიდვებიდან. საშუალო ჯამური თვიური შემოსავალი, დაახლოებით, 5000-6000 ლარი.
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
** სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
** პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები;
თუკი ზემოთ აღწერილმა გააღვივა თქვენი ინტერესი რომ გაგვიცნოთ, მოუთმენლად ველოდებით თქვენს რეზიუმეს: hr@ancientvalley.ge
მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|