Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მაისი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია "მაისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია "მაისი" წარმოადგენს იმპორტიორ კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულებებია სასტუმროს პარფიუმერია, პირადი ჰიგიენის საშუალებები და ერთჯერადი მოხმარების ნივთები.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომერციულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენა;
** გაყიდვების პროცესის მართვა, ასევე შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმართვა კონტრაქტორებთან;
** კონტრაქტების მიხედვით გაყიდული სერვისების და პროდუქციის ანალიზი;
** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები: 

** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე - მინიმუმ 1 წელი.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ;
** გაყიდვების სტრატეგიების განხორციელება ;
** კონკურენტების მონიტორინგი;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების პრეზენტაციების ჩატარება;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება, მათ შორის ახალი მომხმარებლები და ბაზრები;
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარება განმეორებითი ბიზნესისა და რეფერალების განსახორციელებლად;
** გაყიდვების საქმიანობისა და შედეგების ზუსტი ჩანაწერების წარმოება;
** MS Office-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** კლიენტებთან ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი;
** ძლიერი მოლაპარაკების და გაყიდვების უნარი
** პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციის შესანიშნავი უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 5% (1500-2500 ლარამდე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: GM@maisigeorgia.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების სპეციალისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე