დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემების და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობა და მომხმარებლების მხარდაჭერა;
** მომხმარებლების მიერ სერვისდესკში დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლით;
** მასზე გადაცემული ინციდენტის დროული მოგვარება ან შესაბამისი კომპეტენციის პირზე გადამისამართება;
** მომხმარებლის კომპიუტერზე საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** კომპიუტერული აღჭურვილობის სათანადო მუშაობას და დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესის მართვა ან შეცვლა;
** დოკუმენტების გაფორმებისა და შენახვის, ასევე საბუთების ფორმირების წესების დაცვა;
** ჩართულობა და კონტრიბუცია დეპარტამენტისთვის აქტუალურ საკითხებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებს 1 წლისა;
** Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა ადმინისტრირების დონეზე;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკურად/პროგრამულად გამართვის უნარი;
** Android მობილური ოპერაციული სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ქსელის საბაზისო ტექნოლოგიების და საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Comptia A+ ან მასთან გათანაბრებული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
სამუშაო ადგილი: GWP-ს სათავო ოფისი - მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1375 (Gross) - (ანაზღაურება განისაზღვრება Comptia A+ ან მასთან გათანაბრებული სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში, კვალიფიკაციის დონის მიხედვით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2024 წლის 22 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|