Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=609997&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინერი
მომწოდებელი: Experts for Solutions
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"Experts For Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.

"Experts For Solutions" ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. შესაბამისად, "Experts For Solutions"-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.efs.ge/ka

"Experts For Solutions" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო საინჟინრო საქმიანობაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა პროექტთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში;
** სამუშაოების გამოწვევები და მათი აღმოფხვრის გზები და მეთოდები;
** პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება;
** პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გეგმის შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 საათი);
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts For Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts For Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია