Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=609995&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
"თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი" 1994 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით საქმიანობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლაში სწავლობს 430-მდე მოსწავლე და დასაქმებულია 80-მდე თანამშრომელი. სკოლის, როგორც შინაარსობრივი, ისე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან.

ამ ეტაპზე, სკოლა აცხადებს ვაკანსიას, ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.)
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება;
** დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ინტერნეტბანკში ყოველდღიური საგადახდო დავალებების შექმნა, საბანკო ამონაწერის სისტემაში შეყვანა/დამუშავება;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საქმეთა მმართველის სხვა დავალებები და კანონიერი მითითებები.
** საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულებაში მოქმედი აქტებითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
** ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტების პირობებისა და შიდა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად საქმიანობა წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ფინანსების დაგეგმვის და მართვის გამოცდილება: (ბიუჯეტირება, ფინანსური ანგარიშის წარდგენა).

დამატებითი უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად განსახორციელებლად. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტს.

შერჩევის მეთოდი:

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: t.chkhenkeli@waldorfschule.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია