Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=609989&print=yes&view=jobs
 
მიმტანის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
უნიკალური პროექტი "Tbilisi Hills Golf Management", რესტორნის გუნდში ეძებს მიმტანის დამხმარეს.

მდებარეობა: კრწანისი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი ავითარებს ყველაზე დიდ უნიკალურ უძრავ ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სრულიად კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწის ფართობსა და 10, 000 მაცხოვრებელზე გათვლილ სივრცეს, სადაც განლაგებულია ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები და პრემიუმ კატეგორიის აპარტამენტები უნიკალური ხედებით, ასევე 18-ფოსოიანი ევროპული ტოპ 100 გოლფის სათამაშო მოედანი და მაღალი კლასის რესტორანი ტერასით.

"Tbilisi Hills" მუდმივად მიყვება ტენდენციებს და არის FIABCI-Georgia National Prix Excellence Awards 2022-ის ოქროს მფლობელი კატეგორიაში "ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები". ჩვენი ამბიციური და თავდაუზოგავი გუნდი მიზნად ისახავს თბილისის ყველაზე მწვანე და მოთხოვნადი საცხოვრებელი არეალის შექმნას (https://tbilisihills.com).

პოზიციის აღწერა

"Tbilisi Hills" ეძებს აქტიურ და შრომისმოყვარე მიმტანის დამხმარეს. რომლის ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები იქნება შემდეგი:

** მიმტანისთვის კერძის დროულად მიწოდება ან და დამზადებიდან უმოკლეს დროში კერძის სტუმართან მიტანა;
** იღებს მონაწილეობას მაგიდების ალაგებასა და სერვირებაში; იცავს სისუფთავეს სამუშაო სივრცეში, ალაგებს გერიდონებსა და სერვისისთვის გამოყენების არეალში ყველა წერტილს.
** სერვისის მომარაგება სხვადასხვა წვრილმანებით, თეფშებითა და აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
** საჭმლის მომზადების დროის კონტროლი;
** სანიტარული და სურსათის უვნებლობის რეგულაციების წესების დაცვა;
** პასუხისმგებელია მოთხოვნილი შეკვეთების დროულად მომხმარებლამდე მიტანაზე;
** აპოლირებს, როგორც მიმტანების, ასევე ბარმენების ჭურჭელს და სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოს, უზრუნველყოფს ჭურჭლის გადავსებას, სერვისის სრულყოფილად გაწევისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) სარესტორნო ან და მონათესავე სივრცეში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო და სასიამოვნო გარემოში მუშაობას;
** ანაზღაურება 800 ლარი (ხელზე ასაღები)
** მოქნილ გრაფიკს: ¾ (3 დღე დასვენება 4 დღე მუშაობა 11 საათიანი გრაფიკი 10 საათიდან 20:00 საათამდე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fit pass

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში, შეხვდე ბევრ საინტერესო ადამიანს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: HR@tbilisihills.com არაუგვიანეს 05.02.2025. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "მიმტანის დამხმარე"

დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია