დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
Food Balls Georgia
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
კომპანია "ფუდ ბოლს ჯორჯია" არის ახალი კომპანია ინოვაციური, ორიგინალური პროდუქტებით.
კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე https://www.facebook.com/foodballsgeorgia?mibextid=LQQJ4d
კომპანია "ფუდ ბოლს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი) შესვენება 1 სთ
** გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1000 (ნეტ)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. 5, საფოსტო ინდექსი - 0145.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მზარეულის მიერ შედგენილი რეცეპტებით კერძების მომზადება;
** ნედლეულის დამუშავება (გარეცხვა, გაფცქვნა, მოხარშვა, შეწვა, დაჭრა ...)
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარ გამზადება;
** სამუშაოს დაწყებამდე სამზარეულოს მოწესრიგება და სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** საკვები პროდუქტების სწორად შენახვის წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე hr@foodballs.ge და (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|