დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე/მთავარი ფინანსური ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ალოგ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
საერთაშორისო გადაზიდვებს კომპანია "ალოგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ბუღალტრის თანაშემწე/მთავარი ფინანსური ოფიცერი.
ძირითადი მოთხოვნები:
** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში მინიმუმ 1 წელი
** ქართული ენა - სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე
** პროგრამების ცოდნა: MS Office მაღალ დონეზე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება
** საბანკო გადარიცხვები
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
** რეპორტინგის წარმოება
პიროვნული თვისებები:
** შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:
** სხვადასხვა ბიზნეს სფეროში გამოცდილების მიღება
** გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა
** პროგრესირებადი სახელფასო სისტემა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას 40, სართ 9
გრაფიკი: ჰიბრიდული, 3 დღე ოფისში 10:00 და 18:00 საათამდე, 2 დღე დისტანციურად.
ანაზღაურება: 1400 ლარი
დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: office@alog.biz
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის (12 თვის მანძილზე) და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|