Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო ვაჭრობით.

კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ფილიალის საწყობში მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა;
** პროდუქციის მიღება, გაცემა და სწორად დასაწყობება;
** ფილიალის საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** ფილიალის საწყობში პროდუქციის გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულება;

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, რაფიელ აგლაძის 39
ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე