Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი, უმცროსი მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი, უმცროსი მკვლევარი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის პროექტების მენეჯერი და უმცროსი მკვლევარი UG-ში.

ვინ ვართ:

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

Gnomon Wise საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტია. ჩვენი გუნდი დემოკრატიული ღირებულებების მქონე, სხვადასხვა კვალიფიკაციის, გამოცდილ მკვლევრებს აერთიანებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** მერიტოკრატიულ და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** პოტენციური დონორებისა და საგრანტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** საგრანტო განაცხადების მომზადება და მათი კოორდინირება, როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკული პროექტების (Action-oriented) მიმართულებით;
** საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** ღონისძიებების და სამუშაო შეხვედრების კოორდინაცია აღნიშნული პროექტების ფარგლებში;
** ანალიტიკური სტატიების და ექსპერტული მოსაზრებების (Op-ed) მომზადება ქვეყანაში, რეგიონსა და ფართო რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების მიმართულებით;
** კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა - მკვლევრობა/თანამკვლევრობა საერთაშორისო პოლიტიკის, მედიის, პროპაგანდის კვლევების მიმართულებით;
** ჟურნალ GEOpolitics-ის სარედაქციო გუნდთან მუშაობა; ორგანიზაციის კვლევითი საქმიანობის წარმომადგენლობა მედიაში, საჯარო და აკადემიურ სივრცეში.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** უმაღლესი განათლება პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით (მინიმუმ ბაკალავრი/ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრებული).
** სამუშაო გამოცდილება: არასამთავრობო ორგანიზაციებში ან/და საერთაშორისო ფონდებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების ასისტირების, კოორდინირების ან/და მენეჯმენტის მიმართულებით.
** თვისებრივი კვლევის ჩატარების და კვლევის საფუძველზე ანალიტიკური სტატიების მომზადების და პრეზენტირების გამოცდილება.
** ინგლისური ენა (მინიმუმ C1 დონე)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნების უნარი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: პროექტების მენეჯერი და უმცროსი მკვლევარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე