დასახელება:
კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვაცხადებთ ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბიზნეს ცენტრში შემოსული განცხადებების გადარჩევა, დახარისხება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება.
** საერთო მონაცემთა ბაზაში მუშაობა, მისი ყოველდღიური განახლება და კონტროლი.
** ჯგუფების მასალებითა და სამუშაო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა, მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილება და ნაშთების კონტროლი.
** შესრულებული სამუშაოებისა და მასალების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/ჩამოწერა.
** ზედნადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესაბამის ვებ-პორტალზე ატვირთვა.
** ქსელზე დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება, ამოწერა-ამობეჭდვა და ჯგუფის გაშვება მისამართებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი სასურველია ტექნიკური მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დატვირთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, მისამართი: სტანისლავსკის 12 (აგლაძის ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: ცვლა 2 დღე - 12 სთ (09:00-21:00სთ) 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1761 ლარი (Gross დარიცხული თანხა)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 22 თებერვლისა.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|