Робота для біженців з України
საცალო მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო მიმართულების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია სფეისკარგო https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას, საცალო მიმართულების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ექვს ქალაქში (თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი).

ვეძებთ მოტივირებულ, კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ სტუდენტებს, რომელიც კონცენტრირებული იქნება გარე შეთავაზებებზე. სფეისკარგო გახლავთ გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას ჩინეთი, ამერიკა, დუბაი, თურქეთი, ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჰონგ კონგიდან. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები. უზრუნველვყოფთ ნებისმიერი სირთულის ტვირთის ტრანსპორტირებას (იმპორტი, ექსპორტი) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება სხვადასხვა ობიექტებზე (სკოლა, ბაღი, სხვადასხვა დაწესებულებები, კორპუსები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასე შემდეგ)
** შეთავაზება სფეისკარგოს სერვისების;
** მოზიდული მომხმარებლების რეგისტრაცია და დახმარება საჭირო საკითხებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

არ საჭიროებს გამოცდილებას. ნებისმიერ მოტივირებულ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა სწავლასთან ერთად გადადგას პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები დიდი კარიერისკენ.

პიროვნული უნარები:

** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

ანაზღაურება 500 ლარი და ბონუსები
სამუშაო გრაფიკი: სტუდენტზე მორგებული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მასთან ერთად სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge და ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე