Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს"-Modern Business Solutions აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დ.უზნაძის 78
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების (მოგება-ზარალი, ბალანსი და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი) მომზადება;
** ბუღალტრული გატარების ანალიზი;
** კომპანიის დანახარჯების ანალიზი;
** დებიტორ-კრედიტორების ანალიზი;
** ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერა;
** ფინანსური მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა;
** ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრულ პროგრამაში ხარვეზების აღმოჩენა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსისა და IFRS სტანდარტების ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C/ბალანსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტერიის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-თვისებები:

** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რას გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hrinfo205@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე