დასახელება:
მასწავლებელი/დარგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს ღია კონკურსს მასწავლებლების/დარგის სპეციალისტების მოსაძიებლად შემდეგი მიმართულებებით:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. ელექტრობა;
2. ინფორმაციის ტექნოლოგია;
3. აღმზრდელი;
4. შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები;
5. საექთნო განათლება;
6. ვებტექნოლოგიები;
7. რკინაბეტონის სამუშაოთა შემსრულებელი;
8. საბაჟო საქმე;
9. ადმინისტრაციული სერვისები;
10. გრაფიკული დიზაინი;
11. ტვირთების ექსპედირება;
12. Front-end დეველოპმენტი.
მოკლევადიან მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებზე:
1. შედუღება;
2. მასაჟი.
ზოგადი პროფილით:
1. ინგლისური ენა;
2. მეწარმეობა;
3. ინტერპერსონალური უნარები;
4. ინფორმაციული წიგნიერება;
5. სამოქალაქო განათლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში/დარგში;
** შესაბამის სფეროში/დარგში მუშაობის/სწავლების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სფეროს/დარგის შესაბამისი ცოდნის/უნარების ფლობა, რაც დასტურდება სერტიფიკატით/სერტიფიკატებით;
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** CV (რეზიუმე), ქართულ ენაზე;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები; პ.ს.: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
** სამსახურებრივი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის 27 წლამდე) -წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება);
** შსს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";
** შსს "ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ".
ღია კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
2. მეორე ეტაპი - გასაუბრება.
კონკურსის ვადები:
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 27 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, როგორც ელექტრონულად - ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: btaedu@yahoo.com ; btacollegehr@gmail.com
ასევე ფაქტობრივ მისამართზე: თბილისი, წერონისის ქN 208, 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე (საკ. ტელ: 558 309 300).
შენიშვნა: განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ პროგრამის დასახელება, რაზე შემოგაქვს განაცხადი.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2025 წლის 10 და 11 თებერვალს;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2024 წლის 12 თებერვლიდან.
პ.ს. კონკურსის დასრულების შემდეგ არჩეული კანდიდატის დოკუმენტაცია ჩაეკვრება მის პირად საქმეში, ხოლო სხვა კანდიდატებს დოკუმენტები უბრუნდებათ უკან (მათი სურვილის შემთხვევაში) ან 1 თვის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.
|
|
|
|