დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
|
მომწოდებელი:
State Invest
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
უძრავი ქონების კომპანია "State Invest" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო დღეები და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე 11:00-დან 19:00-მდე, კვირა დღე დასვენება, ხოლო დამატებით 1 დასვენების დღეს თავად ბროკერი ირჩევს სტაჟირების შემდეგ.
** ანაზღაურება: მიღებული შემოსავლის 50% თითოეული წარმატებული საქმიდან, საშუალოდ 1 300₾ -დან ზევით, მაქსიმალური ზედა ზღვარი არ არსებობს დამოკიდებულია დასაქმებულის შრომისმოყვარეობაზე და გუნდურობაზეც. შესაძლებელია როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს გამომუშავება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გამართული მეტყველების უნარი
** დისციპლინა და პუნქტუალურობა
** ნებისმიერი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების, გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაოს აღწერა:
** გასაქირავებელი/გასაყიდი პროდუქტის მოძიება და შესაბამის პორტალზე/საიტზე მოძიებული პროდუქტის განთავსება
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა
** მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება
** სამუშაო ბაზის მართვა
კომპანია გთავაზობთ:
** ტრენინგებს
** საქმის საფუძვლიანად შესწავლას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** ყველაფრის ფინანსურად უზრუნველყოფას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კომპანიაში დაგხვდებათ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე stateinvest1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|