დასახელება:
ტრენინგი - მეღვინეობა, მევენახეობა, დეგუსტაცია
|
მომწოდებელი:
VIP Intellect Group
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"VIP Intellect Group"-ის მრავალპროფილიანი ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ მეღვინეობის, მევენახეობის, დეგუსტაციის კურსებს.
1. მეღვინეობის კურსი - დამწყებთათვის
პროგრამა განკუთვნილია: იმ პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს ღვინის წარმოებაში ტექნოლოგიურ ხაზებში და ჩაატაროს დეგუსტაცია ან განავითაროს საკუთარი ღვინის წარმოება.
ამ პოზიციებზე სამუშაოდ საჭიროა გაიარონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
კურსი მოიცავს: მეღვინეობაში არსებულ ტერმინოლოგიას, ღვინის წარმოების სრულ ტექნოლოგიებს, დეგუსტაციის პრინციპებს, ღვინოებს შორის განსხვავებას, მათი ხარისხის განსაზღვრას
თემატიკა:
** კანონი ვაზის და ღვინის შესახებ
** ქართული ღვინის ისტორია და კულტურა
** დანადგარების, ხელსაწყოების აგებულება და მათი ფუნქციები
** ყურძნის მიღება- დამუშავება
** ყურძნის ტკბილის შემადგენელი ნივთიერებები, და მათი განსაზღვრა
** ალკოჰოლური დუღილი და მოქმედი ფაქტორები
** თეთრი ღვინის წარმოება
** ვარდისფერი ღვინის წარმოება
** წითელი ღვინის წარმოება
** ცქრიალა ღვინოების წარმოება
** ბიო-ორგანული ღვინოების წარმოება
** ღვინოების შედარება ადგილმდებარეობის მიხედვით
** ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა
** ღვინოში დამხმარე მასალების შეტანა
** პირველადი და მეორეული დუღილის მნიშვნელობა
** ღვინის სეგმენტაცია
** ღვინის სტაბილიზაცია
** ღვინის ჩამოსხმა
** ღვინის დაავადებები
** ღვინის მოვლა
** ღვინის დეგუსტაცია
კურსდამთავრებულის უპირატესობა:
შეისწავლის მეღვინეობაში არსებულ ძირითად მიმართულებებს, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება, ასევე შეძლებენ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან საკუთარი წარმოების ღვინო და შეაფასონ ღვინის ხარისხი. ღვინის მარნებში და ღვინის საწარმოებში დანერგონ სწორი მიმართულება.
სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2-3 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა ჯგუფში: 1სთ 30წთ - 2სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან: 580 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 680 ლარი
კურსის ბოლოს, დეგუსტაციის პრაქტიკული ლექცია ჩაგიტარდებათ - "ღვინის ლაბორატორიაში" - საწარმოს მეღვინის მიერ!
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი
კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 6 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე-მეღვინეობის მაგისტრი, პრაქტიკოსი მეღვინე, ტრენერი.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: www.vipintellect.ge
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register
2. მევენახეობის საბაზო კურსი
პროგრამა განკუთვნილია: პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს მევენახეობის მიმართულებით, გააშენონ ვენახი სწორად, გაეცნონ ამპელოგრაფიულ მახასიათებლებს
კურსი მოიცავს: მევენახეობაში არსებული ტერმინოლოგიას, გაშენებას და მოვლის ხერხებს.
** მევენახეობის მნიშვნელობა და ბიოლოგიური თავისებურებები
** სანერგისათვის ადგილის შერჩევის წესი
** ვაზის ჯიშების განსხვავება
** ვაზის აგებულება ბიოლოგიური-მორფოლოგიური განსხვავებები
** ზრდა განვითარების და მსხმოიარობის პრინციპები
** მევენახეობის ძირითადი ზონები
** ვაზის საკვირტე მასალის წარმოება მისი დამზადება და ვადები, ვაზის მყნობა მათი ვადები
** სანერგის მოვლა და მათი წესები, ამოღება, დახარისხება, შენახვა
** ვენახის დაპროექტების თავისებურებები და მათი განსაზღვრა
** ვაზისათვის შესაბამისი ადგილმდებარეობის შერჩევა, რიგების განსაზღვრა
** ვენახის ძირითადი ტიპები და გაშენების სქემა
** ვაზის სელექცია მათი სახეობები
** ვაზის ჯიშების სხვლა ფორმირების ძირითადი სისტემა და შერჩევა
** ნიადაგის მოვლის, განოყიერების ზოგადი პრინციპები
** ვაზის მცენარის დაცვის პრინციპები და საშუალებები
** მავნებელ-დაავადებათა ბრძოლა, პრევენცია
** ვენახში გამოყენებული მანქანა დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპები
** სარწყავი სისტემები და მორწყვის პრინციპები
** ვაზის მოსავლის კრეფა და განსაზღვრული დრო
** ყურძნის შენახვაზე მოქმედი ფაქტორები
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
კურსდამთავრებულის უპირატესობა: შეისწავლის მევენახეობაში არსებული ძირითადი მიმართულებები რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება და ასევე შეძლებენ საკუთარი პროფესიის სწორად რეალიზებას.
ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ 30წთ - 2სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში: 3 კაციდან: 580 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 680 ლარი
პრაქტიკული: ვენახის დათვალიერება და მისი აღწერა
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი
კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 6 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე-მეღვინეობის მაგისტრი, მეღვინე, ტრენერი. პროფესიული განათლების მასწავლებელი მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით
3. ღვინის დეგუსტაციის კურსი
პროგრამა განკუთვნილია: იმ პირებისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების განსაზღვრა, ღვინის შემადგენლობა, დეგუსტაციის ჩატარებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ან განავითაროს ღვინის შეფასების უნარები.
კურსი მოიცავს: მეღვინეობაში არსებული ტერმინოლოგიის შესწავლას, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს, დეგუსტაციის პრინციპებს, ღვინოებს შორის განსხვავებას, მათი ხარისხის განსაზღვრას, ღვინის დეგუსტაციის პრინციპებს.
** ღვინის შემადგენლობა და მისი ხარისხის შემოწმება
** ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები
** ღვინის დაავადებების სახეობები
** დეგუსტაციის ჩატარებისათვის აუცილებელი პირობები
** ღვინის არომატები: თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებში
** ღვინის არომატების განსაზღვრა
** შეფასების ტერმინოლოგია DLG-ის ხუთქულიანი სისტემის მიხედვით
** პროფესიული დეგუსტაციის პირობები
** ღვინის ნიმუშების მომზადების პრინციპები
** პროფესიონალი დეგუსტატორის (სენსორული ექსპერტის) მიმართ არსებული მოთხოვნები
** ღვინის შეხამება კერძებთან
** ღვინის არომატების აღქმა
** დეგუსტაციის ჩატარების სახეები
კურსდამთავრებულის უპირატესობა: შეისწავლის მეღვინეობაში არსებულ ძირითად მიმართულებებს ღვინის დახასიათების და შეფასების მიმართულებით. შეძლებთ ღვინის მარნებში და ღვინის საწარმოებში დანერგოთ სწორი შეფასების კრიტერიუმები ხარისხიანი პროდუქტისათვის. მიღებული პრაქტიკა კი მოგცემთ საშუალებას დეგუსტაციის მოთხოვნები სრულად შეისწავლოთ.
სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 8 ლექცია
კურსის ღირებულება ჯგუფში: 450 ლარი
წყვილში: 550 ლარი
ინდივიდუალურად: 700 ლარი
პრაქტიკული ნაწილი: ღვინის სადეგუსტაციო სივრცეში დააგემოვნებთ ღვინოების სხვადასხვა სახეობებს
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი
კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 6 წლიანი გამოცდილების მქონე სურსათის ტექნოლოგი მეღვინეობის მაგისტრი, ტრენერი.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: https://vipintellect.ge/ge
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register
ტელ: 551196110; 593618212;
წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან, მეტრო გოცირიძის გადმოსასვლელ ხიდთან!
|
|
|
|