დასახელება:
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Silver 39 Corner Hotel
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 ღამე მუშაობა 2 ღამე დასვენება)
ანაზღაურება: 950 ლარი.
მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
** სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
** ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
** მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება
მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
** სასურველია პროგრამა "FIDELIO"ს ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotel@silver39.ge
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|