დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კომპანია ორბიტა
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://orbita.ge/
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო ჩარიცხვების გატარება;
** სალაროს გატარება და კონტროლი;
** ყოველდღიურად სალაროს რეპორტის მომზადება;
** ყოველთვიურად ხელზე გასაცემი ხელფასების გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** საჭიროების შემთხვევაში შედარების აქტების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტების ბლოკირების მოხსნა;
** კორექტირების ანგარიშფაქტურების გაგზავნა;
** ანგარიშფაქტურების გაგზავნა;
** თანხების მიმოქცევის კონტროლი და პროგრამული ასახვა;
** თანამშრომლისგან და ობიექტებისგან შემოსული სატელეფონო ზარის კოორდინირება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან ტექნიკური განხრით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დისტრიბუციის სფეროში ჩაითვლება უპირატესად);
** აუცილებელია 1C პროგრამაში ან მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პირობები და ბენეფიტები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1300 ლარი.
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: a.atanelishvili@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: ანნა ათანელიშვილი
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|