დასახელება:
ფიზიკური თერაპევტი-რეაბილიტოლოგი
|
მომწოდებელი:
ციცინათელების ქვეყანა
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
ააიპ ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტი-რეაბილიტოლოგის პოზიციაზე.
"ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ვემსახურებით ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს. 24 საათიანი სტაციონარული მომსახურება ერთდროულად 9-10 ბავშვისა და მშობლისთვის არის შესაძლებელი, ფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე ყოვნდებიან, მუშაობას შინ ზრუნვის სამსახური, სადაც თვეში 80 ბავშვზე მეტს ვუწევთ მომსახურებას ბინაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი განათლება - ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვთა და მოზარდთა შეფასება - დიაგნოსტიკა
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ოჯახისთვის, ან დაწესებულებისთვის
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერა
** ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის ჩატარება
** ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ
** დოკუმენტაციის წარმოება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაძაბულ/სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება
** თანადგომის და ემპათიის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@childrenshospice.org.ge
|
|
|
|