Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SS.ge
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
SS.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

SS.ge განცხადებების პორტალია, რომელიც რამდენიმე კატეგორიისგან შედგება: უძრავი ქონება, დასაქმება, განათლება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსები.

SS.ge-ს მეგობრული გუნდი დასაქმების რუბრიკის მიმართულებით ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლებისთვის სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის სრული პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49.
ანაზღაურება: ფიქსირებული; ყოველთვიური საბონუსე სისტემა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 თებერვალი.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: ana@ss.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: ana@ss.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე