დასახელება:
კონდიტრის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ბრიტანულ-ქართული აკადემია
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
შპს "ბრიტანულ-ქართული აკადემია" ეძებს კონდიტრის დამხმარეს, რომელსაც სურვილი აქვს, ჩვენი სკოლის გარემოში შექმნას გემრიელი და ხარისხიანი პროდუქცია.
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
პასუხისმგებლობები:
** ნამცხვრების, ფუნთუშებისა და სხვა საცხობის ნაწარმის მომზადების პროცესში დახმარება.
** პროდუქციის ხარისხის და სისუფთავის კონტროლი.
** კვების უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, დაზღვევა, კვება.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან/და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დამხმარე კონდიტერი " გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლობის შესახებ.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|