Робота для біженців з України
ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ს.ცინცაძის 24ა, სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით, შემუშავებული და დანერგილი სერვისების/ პროტოკოლების/სტანდარტების ხარისხის მონიტორინგი, მუდმივი ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების ინიცირება; პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მათ მიერ პროცედურებისა თუ გაიდლაინების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიის მასშტაბით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სერვისების/ პოლიტიკების/სტანდარტების ხარისხის მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი პრობლემების, დაგეგმილი ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგ-ცენტრთან და მომსახურების დეპარტამენტთან კოორდინირებულად, მომსახურების ხარისხის სტანდარტზე დაფუძნებული ტრენინგ-მოდულების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სამედიცინო მიმართულებით ჩატარებული ტრენინგების/სწავლების პროცესის შედეგების შეფასების პროცესის მართვა;
** სამედიცინო ხარისხის კონტროლი (მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის მონიტორინგი), სამედიცინო სერვისების მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** კომპანიაში დანერგილი მომსახურებისა თუ სამედიცინო პროტოკოლების მუდმივი ანალიზი, ეფექტურობის შეფასება და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, რისკების მენეჯმენტის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/xarisxis-martvis-ganyofilebis-ufrosi/729

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე