დასახელება:
სტაჟიორი მარკეტინგის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
Sakura Business Properties
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავების კომპანია "Sakura Properties", რომელსაც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავი ქონება აქვს თავის გუნდში, ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ სტაჟიორს მარკეტინგის დეპარტამენტში 2 თვით დასაქმების პერსპექტივით.
2 თვის შემდეგ თქვენი განვითარებისა და მოტივაციის შესაბამისად მოგეცემათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
მოვალეობები:
** ვიდეოების გადაღება და მონტაჟი (ტელეფონით)
** სხვა პატარა ადმინისტრაციული საკითხები მარკეტინგში
რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:
** კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად გაქვთ კომუნიკაცია ჩვენი გუნდის წევრებთან)
** ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ უძრავი ქონების სხვადასხვა მიმართულების მუშაობის პრინციპი (ჩვენ გასწავლით)
** მონტაჟის პროგრამების საბაზისო ცოდნა - CapCut, ან VN
** Canva - ს გამოყენების გამოცდილება
რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:
** ინტენსიური ტრენინგები მარკეტინგისა და უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი
სამუშაო გრაფიკი:შეთანხმებით
ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შესაბამისი ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdAr9H2MyFOdzJoG66ggqCotQ0UTIwWmJTygCWn-1d82wov_w/viewform
|
|
|
|