Робота для біженців з України
შემოსავლების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლების ბუღალტერი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

ძირითადი ფუნქციები:

** რეალიზაციის რეესტრის წარმოება - კლიენტების სრული სია ყველა რეკვიზიტით, გადახდილი თანხებით და დავალიანების ჩათვლით;
** შემოსავლებისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** რეალიზაციის რეესტრისა და საბუღალტრო პროგრამის მონაცემების პერმანენტული შედარება, განსხვავებების დადგენა და აღმოფხვრა;
** რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
** კლიენტების გადახდებთან, დავალიანებებთან, ხელშეკრულებებთან, შემოსასვლელ საპროგნოზო თანხებთან დაკავშირებული ანგარიშების და ინფორმაციის მომზადება;
** რეალიზაციის რეპორტინგის წარმოება ბანკისთვის;
** კლიენტებთან პერიოდული ან/და საბოლოო შედარებების წარმოება;
** დებიტორული დავალიანების მართვაში მონაწილეობა (გადახდების დროულობის, ვადაგადაცილების მოცულობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია კოლეგებთან);
** მთ. ბუღალტრის მიერ დელეგირებული სხვა საბუღალტრო სამუშაოების შესრულება;
** ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე (მნიშვნელოვანია თუკი კანდიდატი მუშაობდა რეალიზაციის აღრიცხვის ნაწილში);
** ACCA პროგრამის 3 ჩაბარებული საგანი;
** "ორის ბუღალტერიის" ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალური და შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი კომუნიკაბელური.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 10 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე