დასახელება:
კომუნიკაციების გუნდის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
WeHost
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
გინდა, გახდე ლიდერი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიაში, რომელიც თბილისში მოკლე ვადიანი გაქირავების სფეროში ლიდერობს?
"Wehost" ეძებს მოტივირებულ და ლიდერული უნარებით გამორჩეულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კომუნიკაციების გუნდს და გახდება ჩვენი წარმატებული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.
რას გთავაზობთ "Wehost"?
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** მოქნილი სამუშაო განრიგი.
** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი.
** ბონუსები და წამახალისებელი სისტემები.
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: 1200 ლარი + ყოველ 6 თვეში 100 ლარის მატება და ბონუსური სისტემა.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი: 10:00-19:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, Wehost-ის ოფისი.
მოთხოვნები:
ენობრივი უნარები:
** ინგლისური ენა - Advanced დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
** რუსული ენა - ჩაითვლება უპირატესობად.
გამოცდილება:
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება Customer Service, Support ან კომუნიკაციების სფეროში.
** ლიდერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** მმართველობითი უნარები და გუნდის მოტივაციის უნარი.
** გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაციის მართვა (ელ. ფოსტით, ჩატით და ტელეფონით).
** რთული სიტუაციების და პრობლემების გადაჭრა.
** Airbnb, Booking.com და სხვა პლატფორმებზე მუშაობა.
** კომუნიკაციების გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.
** პარტნიორებთან შეხვედრების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმართვა.
** რეზერვაციების კონტროლი, თანხების მართვა და პროცესების უზრუნველყოფა
როგორ შემოგვიერთდეთ?
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ლიდერი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@wehost.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "Communications Lead"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 229 310
"Wehost" - სადაც თქვენი ლიდერობა ფასდება!
#WehostCareers #LeadershipOpportunity #CommunicationsLead
|
|
|
|