დასახელება:
IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, ანგარიშგების დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შიდა/გარე ანგარიშგებების წარმოება IFRS მიხედვით.
** სხვადასხვა ანალიტიკური და განმარტებითი ცხრილების წარმოება IFRS მოთხოვნების მიხედვით.
** IFRS მიხედვით შიდა პოლიტიკების/მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
** წლიური გარე აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტორთან ურთიერთობის კოორდინაცია.
** ანგარიშგებების ავტომატიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.
სასურველი:
** VBA, SQL, Python, R, Power BI-ს ცოდნა;
** ACCA/CFA პროგრამების კანდიდატი.
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია:
სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში შესაბამისი განხრით
უნარები:
სავალდებულო:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
სასურველი: ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკის და სტატისტიკის ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2025 წლის 20 თებერვლის დღის ბოლომდე.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
|
|
|
|