დასახელება:
უფროსი საკრედიტო ექსპერტი
|
მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრში.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** 5, 000, 000 ლარამდე საკრედიტო პროექტების დამუშავება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
სასურველი
** მაგისტრის ხარისხი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
** გაყიდვების წარმოების უნარი
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ განიხილება.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვლამდე.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
|
|
|
|