Робота для біженців з України
B2B ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: CHARTER-LINK
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას B2B ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 11 წლიანი გამოცდილება და რეგიონში სექტორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელი პირობაა გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში (კომერციული მიმართულებით)

სამუშაოს აღწერა:

** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ მომხმარებლებთან (B2B)
** ახალი არხების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** ლოგისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტინგი

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება;

შრომითი ანაზღაურება გახლავთ ფიქსირებული და ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 21 თებერვლის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: info@charter-link.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "B2B Business Development Manager"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე