დასახელება:
ქალთა ლიდერობის აკადემია - თბილისი
|
მომწოდებელი:
EECMD
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 03 თებერვალი
|
ქალთა ლიდერობის აკადემია - თბილისი
"მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" "გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან" (UN Women) თანამშრომლობით თბილისის ქალთა ლიდერობის აკადემიისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს! პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა გასულ წელს თბილისსა და საქართველოს 3 ქალაქში და მასში 100-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა.
აკადემიის მონაწილეებისათვის თბილისში, ჩატარდება 3 თვიანი ინტენსიური ტრენინგები. სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, მენტორობის სესიებსა და სემინარებს, დემოკრატიის, თანასწორობის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საკითხებზე. ჯამში გაიმართება 20 სესია, კვირაში ორჯერ.
მონაწილეები, ასევე, ჩაერთვებიან რეგიონულ და ეროვნულ დონეზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, რათა გაიცნონ ახალი თანამოაზრეები და მონაწილეობას მიიღებენ "ლიდერობის ბანაკში".
პროექტი ღიაა სამოქალაქო ინიციატივებით, სოციალური და გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქე ყველა ქალისთვის.
პროექტის მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი: 18 წელს ზემოთ
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: contact@eecmd.org
** მოკლე რეზიუმე (CV)
** 500 სიტყვიანი ესე იმ საკითხებზე, რომლებიც აპლიკანტების აზრით მნიშვნელოვანია დემოკრატიული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად საქართველოში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 თებერვალი. შერჩეულ მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის თებერვალში.
პროექტი ხორციელდება "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" მოლდოვის წარმომადგენლობის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია "შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს" (SDC) მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროგრამის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.eecmd.org.
|
|
|
|