დასახელება:
სამეცნიერო კვლევების ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო კვლევების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე მედიცინის სკოლაში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 2000₾ დარიცხული
სამუშაოს აღწერა:
სამეცნიერო კვლევის ადმინისტრაციული ასისტენტი პასუხისმგებელია სამეცნიერო პროექტების სხვადასხვა ასპექტების დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და განხორციელებაზე. იგი ეხმარება, როგორც კვლევითი გუნდის წევრებს, ისე მენეჯმენტს რათა უზრუნველყოს პროექტის წარმატებული მიმდინარეობა, კვლევის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ხელმძღვანელთან ერთად კვლევითი საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, დაგეგმვა და განხორციელება;
** სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მომზადების პროცესში ჩართულობა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის პროექტის პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალთან კომუნიკაცია სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, მათი ინფორმირებულობა და მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
** აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევითი პროექტების ერთიანი ბაზის შექმნა და მართვა;
** სამეცნიერო-კვლევითი პროექტებში ჩართულ პირებთან და დონორებთან კომუნიკაცია;
** მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანგარიშების მომზადება;
** სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო (ან მომიჯნავე) მიმართულებით;
** პროექტის ადმინისტრირების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
შერჩევის ეტაპები:
** ინგლისური ენის ტესტირება;
** გასაუბრება (მხოლოდ შერჩეული კანდიდატებისთვის).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 9 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|