დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - ზიკერი
|
მომწოდებელი:
კავკასუს ავტომოტივი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "კავკასუს ავტომოტივი" ზიკერი საქართველოს სახელით აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1623
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ტესტ-დრაივების მართვა და კონტროლი;
** შოურუმში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების განსაზღვრა და კონსულტაციის გაწევა;
** ზიკერის აქსესუარების შეკვეთა/შეთავაზება/გაყიდვა;
** გაყიდვების დოკუმენტების (ტესტ დრაივი) შევსება და მონიტორინგი;
** ტესტ დრაივის, ახალი და მეორადი ავტომობილების მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** ახალი ავტომობილების გაყიდვისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება (pre delivery inspection);
** ცენტრის ავტომობილების შოურუმში განლაგებისა და სხვადასხვა ლოკაციებზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
** ავტომობილებზე სანომრე ნიშნების განთავსება და მონიტორინგი;
** ავტომობილების გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილების საპატრულო ვიდეო და პარკირების ჯარიმების მონიტორინგი.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი:
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|