დასახელება:
ფინანსური ანალიზის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
კავკასიის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
"კავკასიის უნივერსიტეტის" ფინანსების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო მოვალეობები:
** ყოველი აკადემიური წლის ბიუჯეტის შედგენა;
** ყოველთვიურად ბიუჯეტის ფაქტიური და დაგეგმილი მონაცემების დადარების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირების შეთანხმება;
** ფინანსური ანგარიშგების უწყისების ანალიზი (CF, მოგება-ზარალის უწყისი, ბალანსი);
** მომსახურე ბანკისთვის დასაფინანსებელი პროექტების მომზადება;
** ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური დასკვნის მომზადებისთვის გარე აუდიტორულ კომპანიასთან მუშაობა;
** სასწავლო პროგრამების ბიუჯეტის შედგენა;
** საგრანტო პროექტებისთვის ფინანსური რეპორტების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
** ფინანსების მართვის დეპარტამენტის დირექტორთან ანგარიშის წარდგენა, დეპარტამენტის მიერ გაწეული წლიური საქმიანობის შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის/ეკონომიკის/ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
** საფინანსო და/ან ბიუჯეტირების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზაციული უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (შაბათი საჭიროების შემთხვევაში მოკლე სამუშაო დღე, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: "ფინანსური ანალიზის სამსახურის უფროსი".
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|