Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: FAS Group
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
შპს "FAS Group" აცხადებს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მთავარი ბუღალტერი: 3 ვაკანტური პოზიცია
საქმიანობის სფერო: წარმოება

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური გატარებების წარმოება და არსებულის მონიტორინგი საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საგადასახადო ორგანოში;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** 2-3 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
** სამუშაოს დედლაინებით გაწერა, შესრულების მონიტორინგი და ვადაში შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;
** "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შესასრულებელი სამუშაოების სწორად იდენტიფიცირების და შესრულების ეფექტური დაგეგმვის უნარი;
** დავალებების სწორად და მკაფიოდ გაცემის უნარი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@fasgroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე