დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
რთველისი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
მოგესალმებით, კომპანია "რთველისი" არის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია.
კომპანია "რთველისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel);
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული საკითხების შესრულება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.
კომპანია გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობასა და კარიერული განვითარების პერსპექტივას.
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი, კუთვნილი შესვენებით.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV კომპანიის ელფოსტაზე: info@rtvelisi.com, მიუთითეთ აუცილებლად სათაურის ველში, პოზიციის დასახელება (ბუღალტერ-ოპერატორი)
სხვა დეტალებზე მიმართეთ კომპანიას ელფოსტის: info@rtvelisi.com ან facebook გვერდის - Rtvelisi / რთველისი საშუალებით
|
|
|
|