დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ქალის თეთრეულის მაღაზია დიოლი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
ქალის თეთრეულის მაღაზია "დიოლი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ქალის, კაცისა და ბავშვის თეთრეულს
კომპანია იწვევს თანამშრომლებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის #7, ს/ც "ქარვასლა"
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში 5 საათიანი სამუშაო დღე
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო განაკვეთი: 11:00-16:00-მდე ან 16:00-21:00მდე
დასვენების დღეები: კვირაში ორი დღე (ურთიერთშეთანხმებით)
** მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** სასიამოვნო გარემოს შექმნა როგორც გუნდის წევრებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავე და მოწესრიგებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ახალი კოლექციის მიღება და განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 21 თებერვლის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: Diolilingerie1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|