Робота для біженців з України
ქიმიკოსი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიკოსი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს
საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com/ ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/Georgias-Natural-331116897318064

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ლაბორატორიაში ქიმიკოსის პოზიციაზე.

რომელიც უზრუნველყოფს მიღებული ნედლეულის და პროდუქციის წარმოების პროცესში ნიმუშების აღებას და ხარისხის კონტროლს.

მდებარეობა: ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (შესვენება 1 სთ)
დასვენება: კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე ქიმიური ანალიზების (Bx, pH, Ac) ჩატარება: (ნედლეულის, კუპაჟის, მზა პროდუქტის, სასმელი წყლის) და ჩანაწერების წარმოება;
** მზა პროდუქციის ნიმუშების მონიტორინგი და ჩანაწერების წარმოება;
** ნედლეულის მიღებისას ქიმიური ანალიზების ჩატარება და ხარისხის შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის ნიმუშების წარმოებაში აქტიური ჩართულობა;
** ქიმიური რეაქტივების მომზადება და ჩანაწერების წარმოება;
** ლაბორატორიის სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა და დეზინფექციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, კვების ტექნოლოგიის ან/და ქიმიის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური რუსულის ცოდნა B2 დონეზე.

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ქიმიკოსი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ჯორჯიაზ ნეიჩრლ"-ის მიერ (ს/ნ: 200248927; იურ. მის. ყვარელი, დ. აღმაშენებლის ქ. N5) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე