დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
პსპ ფარმა, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა, აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში, კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმებულის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფარმაცეფტული პროდუქტების კატეგორიისთვის მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული (აქტივობების) ანალიზი
** კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა სამედიცინო წარმომადგენლებისთვის და მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ექიმები, ფარმაცევტები).
** სასწავლო და სარეკლამო მასალების მომზადება, როგორც არსებული, ისე ახალი პროდუქტებისთვის და წარმომადგენლებისთვის მიწოდება. მათთვის სარეკლამო და საინფორმაციო მასალების გამოყენების სტრატეგიის განმარტება;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება
** სარეკლამო მედია კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება
** ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა, პრეზენტაცია) ორგანიზება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია
** პორტფელში არსებული პროდუქტების რეალიზაციის რეგულარული ანალიზი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და ანგარიშგება
** წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოების სისტემატური მონიტორინგი და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მედიცინის, ჯანდაცვის ან ფარმაციის სფეროში;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული?.
უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** პროფესიული განვითარების მოტივაცია და კომერციული წარმატების მიზანდასახულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 - 3500 ლარი + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: mariam@solution-er.ge
გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი.
|
|
|
|