დასახელება:
საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია "Easy Way" ქვეყნის ლიდერი საკურიერო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
შპს "იზი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის (Call-Center-Operator) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა");
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი - პარასკევი;
ანაზღაურება: პირველი თვე 700 ლარი, მეორე თვიდან 900 ლარი;
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა თქვენს სამომავლო გეგმებშია?
"იზი ვეის" გუნდში ზუსტად თქვენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო თქვენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდით ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს ვეძებთ.
გაეცანით ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურეთ თუ:
** გუნდური მუშაობა გიყვართ და ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხართ;
** ხართ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდებით გამოწვევებს;
** შეგიძლიათ ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა;
გაინტერესებთ რას გთავაზობთ?
** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებთ კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
თქვენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
** საკურიერო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა, როგორც ვერბალურად ასევე წერილობით;
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;
თქვენგან კი დაგვჭირდება:
** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/d862508599a8c4fa46430e343855c312
|
|
|
|