დასახელება:
თევზის სექციის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Four Seas Trading
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სააქციო საზოგადოება "ფორ სიზ თრეიდინგი" იგივე "ფიშმარკეტი - Fishmarket" აცხადებს ვაკანსიას თევზის სექციის თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" 2017 წლიდან ახორციელებს თევზის, ზღვის პროდუქტების, ღვინისა და სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიაზაციას. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფირმო მაღაზია და ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორი დღე დასვენება)
თევზის სექციის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები:
** თევზის სექციაში მოსული მომხმარებლის მომსახურება;
** თევზის დამუშავება (გასუფთავება, დაფილავება, აწონვა)
** ჩვენ ადგილზე შეგასწავლით თევზის დამუშავებას და ყველ საჭირო საქმეს.
** თევზის დამუშავება უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვით
** თევზისა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტის ცოდნა;
** მენეჯერისა და საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირება და პასხუსისმგებლიანობა.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (პსპ)
** ფიდპასი
** მეგობრულ და მყურდრო სამუშაო გარემოს .
** წინსვლისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას.
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - d.lagazashvili@fourseas.ge
. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"თევზის სექციის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|