Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: სტუდია 9
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge

"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** მის პორტფოლიოში შემავალი პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება;
** საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროექტის მიხედვით შედგენილი გრაფიკების კონტროლი; პროექტის დაწესებული ხარისხის სტანდარტით შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა, მუშაობა, დავალების გაცემა, მოთხოვნა, შემოწმება;
** პროექტის მიმდინარეობის უწყვეტი პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროექტების დროული ატვირთვა და მიღებული პასუხების გაცნობა, შესაბამისი წერილების მომზადება;
** პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** დამკვეთისა და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან მიმდინარე მდგომარეობასთან და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, მათი წარდგენა თათბირზე გრაფიკების მიმდინარეობის შესახებ;
** პროექტთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმირება ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც ეხება პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგსა და კონტროლს.
** ოქმების წარმოება, როგორც დამკვეთებთან, ასევე, მომიჯნავე სპეციალისტებთან;
** არქიტექტურული პროექტების დანართების ვიზირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Project)

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე