დასახელება:
კომუნიკაციების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თბილისის კომუნიკაციის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
თბილისის კომუნიკაციის სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და დიზაინის
მიმართულებით.
Tbilisi School of Communication ეძებს მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ კადრს შემდეგი მიმართულებით:
სამუშაო ადგილი - თბილისი, სასტუმრო "სტამბა" - D block-ის სამუშაო სივრცე
სამუშაო განაკვეთი - 10:00 - 19:00
ანაზღაურება - ფიქსირებული
მოვალეობები და ამოცანები:
** საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** Canva-ში მუშაობა
** კომუნიკაციის წარმოება და რეკლამირემა სოც.ქსელებში
** კომუნიკაციის მონიტორინგი, Hubspot-ის მეშვეობით (პროგრამას შეგასწავლით ადგილზე)
** თვის ბოლოს, რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა
უნარები და მახასიათებლები:
** სწრაფი ადაპტაციისა და სიახლეების ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის მართვა
** პრიორიტეტების სწორად დალაგების უნარი
** ციფრული კომუნიკაციების ტენდენციების ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი, გამოცდილება
** Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება
** Copywriting
** Canva-ში მუშაობის გამოცდილება
** Reels-ების აწყობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში ვაკანსია გამოაგზავნეთ მეილზე: Elizabeth@commschool.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კომუნიკაციების სპეციალისტი".
|
|
|
|