Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgianlogist
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია "Georgianlogist" რომელიც დაარსდა 2010 წელს მომხმარებლებს სთავაზობს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ფართო არეალს. კომპანია თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ მომხმარებლებს ბიზნეს პროცესები და გავხადოთ ტრანსპორტირების გამოცდილება მაქსიმალურად თავისუფალი და ეფექტური.

შპს "Georgianlogist" აცხადებს გაყიდვების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პორტფელის შექმნა, მართვა და შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტების (ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების) მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განვითარება;
** დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატრანსპორტო ექსპედიტორ/ფორვარდერ გადამზიდ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო ვახტანგ ჭაბუკიანის ქ.N2
** ხელფასი: 1000-დან 3000 ლარი გეგმის შესაბამისად (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, პორტფელზე) + ბონუსი თვის ჭრილში გეგმის შესრულებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;

შერჩევის პროცესი:

** გასაუბრებისთვის კანდიდატების შერჩევა, დაკავშირება;
** გასაუბრება.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: georgianlogist@gmail.com და subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების უფროსი სპეციალისტი". Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე