დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მწვანე ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია Green Lab აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
პირობები:
ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი (900-დან 1500 ლარამდე)
სამუშაო განაკვეთი - სრული (11:00-20:00)
გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე (პირველი თვის ანაზღაურება 800 ლარი)
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ტრენინგებს
** პროფესიულ განვითარებას
** ფასდაკლებას პროდუქციაზე
მოვალეობები:
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა (სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება)
** პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება
** პროდუქციის გაყიდვა (პროგრამაში გატარება და თანხის მიღება)
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, თანდართული ფოტოსურათით კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: info@greenlab.ge
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
|
|
|
|